Sunday, April 3, 2016

ინტელის პროექტი

პითაგორა და მუსიკა
https://drive.google.com/folderview?id=0B9WGiQsVrYc_V2NUdGllLUJrUFU&usp=sharing
კურსის რეფლექსია: გავეცანი ინტელის სასწავლო პროექტის ძირითად  მიზნესა და ამოცანებს, ტრენინგის მოდულებს პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ პროექტის დაგეგმა. შევქმენით საქაღალდეები რაშიც განვათავსეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პროექტის მახასიათებლის ჩიკლისტი, პორტფოლიოს  რუკა და სხვა... გავეცანით  პრეზენტაიებისა და ბუკლეტების შექმინს ტექნიკას, შევქმენით ბუკლეტი, გავაკეთეთ პრეზენტაცია, მოსწავლის პრეზენტაცია. განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები, ფასილიტაციის ტექნოლოგიებს. შექმნილი საქაღალდე  გამოვაქვეყნეთ ბლოგზე
       ინტელის სასწავლო პროგრამით მიღებული ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევა, დაგვეხმარება პროექტების დაგეგმაში, მათ წარმატებიტ განხორციელებაში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში, მოსწავლეეში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.

Thursday, December 19, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

  1. პროექტის სახელი:   საშუალო  სიდიდეები.
  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები დაყოფილია სამ ჯგუფად, ერთი ჯგუფი   მოიძიებს მასალებს  ართმეტიკულ საშუალოზე,  მეორე ჯგუფი გეომეტრიულ საშუალოზე, მესამე ჯგუფი ჰარმონიულ  საშუალოზე. იმსჯელებენ მათ შორის თანაფარდობებზე და დაასაბუთებენ ამ თანაფარდობებს გეომეტრიულად.
  3. პროექტის აქტუალურობა:  მოსწავლეები  გაეცნობიან საშუალო სიდიდეებს. მათ           ფართოდ  იყენებენ  ბუნებისმეტყველებაში, ტექნიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში.
  4. პროექტის  მიზნები: მათემატიკური ცოდნის განმტკიცება.  შემოქმედებითი ცოდნის გამომუშავება.ლიტერატურაზე დამოუკიდებლად მუშაობის, კვლევის ჩვევების შეძენა. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და საჯაროდ წარდგენის (პრეზენტაციის) უნარის განვითარება.
  5. მონაწილეთა ასაკი:  13-14 წელი.(მე-8 კლასი)
  6. ვადები (ხანგრძლოივობა):10 დღე
  7. მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები იმსჯელებენ საშუალო სიდიდეებზე, მათ შორის  თანაფარდობებზე დაასაბუთებენ მათ ალგებრულად და გეომეტრიულად. გაარჩევენ პრაქტიკულ ამოცანებს საშუალო სიდიდეების გამოყენებით. გააკეთებენ ანგარიშს პრეზენტაციის სახით.
  8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: დაკვირვება, განჭვრეტა, კომუნიკაცია, ინტერნეტის გამოყენება,სათანადო წიგნები და ჟურნალები.
  9. პროექტის  მსვლელობა: მოსწავლეები დაყოფილია ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფი წარმოადგენს დავალებული მასალის პრეზენტაციას: ერთი ჯგუფი იმსჯელებს არითმეტიკულ საშუალოზე, მეორე ჯგუფი გეომეტრიულ საშუალოზე, მესამე ჰარმონიულ საშუალოზე, დაასაბუთებენ ამ თანაფარდობებს ალგებრულად და გეომეტრიულად, მოიყვანენ პრაქტიკულ ამოცანებს, რომლის გადასაჭრელადაც გამოიყენებენ საშუალო სიდიდეებს.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა - დასაბუთების ზოგიერთი ხერხის გამოყენება. მოსწავლეს შეუძლია  სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულების ამოცნობა, გაანალიზება. განასხვავებს წრფივ და არაწრფივ დამოკიდებულებებს, მიუხედავად დამოკიდებულებების გამოსახვის ხერხისა.  მსჯელობს წრფივ და არაწრფივ დამოკიდებულებებს შორის განსხვავებაზე.
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ინგა  შალიკიანი
  12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: shalikiani.inga@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი(ბლოგი):