- პროექტის სახელი: საშუალო სიდიდეები.
- პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები დაყოფილია სამ ჯგუფად, ერთი ჯგუფი მოიძიებს მასალებს ართმეტიკულ საშუალოზე, მეორე ჯგუფი გეომეტრიულ საშუალოზე, მესამე ჯგუფი ჰარმონიულ საშუალოზე. იმსჯელებენ მათ შორის თანაფარდობებზე და დაასაბუთებენ ამ თანაფარდობებს გეომეტრიულად.
- პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები გაეცნობიან საშუალო სიდიდეებს. მათ ფართოდ იყენებენ ბუნებისმეტყველებაში, ტექნიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში.
- პროექტის მიზნები: მათემატიკური ცოდნის განმტკიცება. შემოქმედებითი ცოდნის გამომუშავება.ლიტერატურაზე დამოუკიდებლად მუშაობის, კვლევის ჩვევების შეძენა. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და საჯაროდ წარდგენის (პრეზენტაციის) უნარის განვითარება.
- მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.(მე-8 კლასი)
- ვადები (ხანგრძლოივობა):10 დღე
- მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები იმსჯელებენ საშუალო სიდიდეებზე, მათ შორის თანაფარდობებზე დაასაბუთებენ მათ ალგებრულად და გეომეტრიულად. გაარჩევენ პრაქტიკულ ამოცანებს საშუალო სიდიდეების გამოყენებით. გააკეთებენ ანგარიშს პრეზენტაციის სახით.
- პროექტისათვის საჭირო რესურსები: დაკვირვება, განჭვრეტა, კომუნიკაცია, ინტერნეტის გამოყენება,სათანადო წიგნები და ჟურნალები.
- პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაყოფილია ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფი წარმოადგენს დავალებული მასალის პრეზენტაციას: ერთი ჯგუფი იმსჯელებს არითმეტიკულ საშუალოზე, მეორე ჯგუფი გეომეტრიულ საშუალოზე, მესამე ჰარმონიულ საშუალოზე, დაასაბუთებენ ამ თანაფარდობებს ალგებრულად და გეომეტრიულად, მოიყვანენ პრაქტიკულ ამოცანებს, რომლის გადასაჭრელადაც გამოიყენებენ საშუალო სიდიდეებს.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა - დასაბუთების ზოგიერთი ხერხის გამოყენება. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულების ამოცნობა, გაანალიზება. განასხვავებს წრფივ და არაწრფივ დამოკიდებულებებს, მიუხედავად დამოკიდებულებების გამოსახვის ხერხისა. მსჯელობს წრფივ და არაწრფივ დამოკიდებულებებს შორის განსხვავებაზე.
- პროექტის ხელმძღვანელი: ინგა შალიკიანი
- ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: shalikiani.inga@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი(ბლოგი):
Thursday, December 19, 2013
სასწავლო პროექტის გეგმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment